ქურმუხის ეკლესია გახდეს მოქმედი ტაძარი - საპატრიარქოს მიმართვა აზერბაიჯანს

02 აგვ 2024

საქართველოს საპატრიარქო აზერბაიჯანის ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს მიმართავს, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია გახდეს მოქმედი ტაძარი და საქართველოს საპატრიარქოს მიეცეს მასში ღვთისმსახურების რეგულარულად ჩატარების უფლება. ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.