თავდაცვის მინისტრი სამხედრო კაპელანებს შეხვდა

02 აგვ 2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების კაპელანთა კორპუსთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა ქართული ჯარისთვის კაპელანების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და სამხედრო მოძღვრებს კაპელანის ინსტიტუტის გაძლიერებაში თანადგომა აღუთქვა.