დღეს ქართული ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება

03 აგვ 2024

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დღეს, 3 აგვისტოდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწება. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს naec.ge-ზე, შესაბამის ველში კი შეიყვანოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, აბიტურიენტთა პირველად შედეგებს, სხვა საგამოცდო საგნებშიც, ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს.