საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა

03 აგვ 2024

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, პარიზის ოლიმპიადაზე, გუნდურ შეჯიბრებაში ასპარეზობას გამოეთიშა. ქართველი სპორტსმნენები მერვედფინალში იტალიასთან 3:4 დამარცხდნენ.

ტატამიზე პირველი ეთერ ლიპარტელიანი გავიდა (57კგ), რომელმაც ოდეტე გიუფრიდა იპონით 19 წამში დაამარცხა – 1:0.

მეექვსე შეხვედრაში ჩვენი გუნდიდან ილია სულამანიძემ (90კგ+) იასპარეზა, მან ჯენარო პირელის იპონით მოუგო, ანგარიში გაათანაბრა (3:3) და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრის ჩატარება გახდა საჭირო.

შემთხვევითობის პრინციპით 73კგ წონითი კატეგორია შეირჩა, სადაც ანგარიშით 3:4 იტალიის სასარგებლოდ საქართველოს ნაკრები დამარცხდა.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ხოლო, ვერცხლის მედლები ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.