შეჯიბრება ტაეკვონდოში

04 აგვ 2024

ბათუმში საერთაშორისო ტურნირი ტაეკვონდოში 2 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდა , შეჯიბრი რომელშიც 5 ქვეყნის 400 მდე სპორტსმენი მონაწილეობდა ბათუმის სპორტის სასახლეში  გაიმართა.

საქართველოს გარდა, შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა - აზერბაიჯანი, უზბეკეთი, სომხეთი და ყაზახეთი.  როგორც შეჯიბრის ორგანიზატორები აცხადებენ, ქართველი სპორტსმენები დამაჯერებლად ასპარეზობდნენ და საპრიზო ადგილებიც დაიკავეს. 

ტურნირი უკვე მეორედ, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა და მას ყოველწლიური სახე მიეცა.