უცხოურ ენებში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05 აგვ 2024

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოურ ენებში გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.

ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/entrantdefault, შესაბამის ველში მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

მათივე ცნობით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.