05 აგვ 2024
უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 103 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა იერიში კრამატორსკის, პოკროვსკის და ტორეცკის მიმართულებებით განახორციელა.
"გასულ ღამეს რუსეთი უკრაინის 7 ოლქს, 24 საბრძოლო დრონის საშუალებით დაესხა თავს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ თავდასხმა წარმატებით მოიგერია" - წერია გენშტაბის გავრცელებულ განცხადებაში.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბახმუტთან რამდენიმე მიმართულებით რუსეთის ძალებმა საკუთარი პოზიციების წინ წაწევა შეძლეს.