ერაყში, სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა

06 აგვ 2024

რამდენიმე ამერიკელი სამხედროა დაშავებული ერაყში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის  გამო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ოფიციალური პირების განცხადებით, სავარაუდო სარაკეტო თავდასხმა ერაყში, ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე განხორციელდა.  

ამასთან, წყარომ უსაფრთხოების სამსახურიდან აღნიშნა, რომ ერაყის დასავლეთით მდებარე ბაზისკენ ორი რაკეტა „კატიუშა“ გაუშვეს, რომლებიც ბაზაზე ჩამოვარდა.