ჩირუხის მთაზე ორზოლიანი ზიპლაინის მშენებლობის პროექტი დასკვნით ეტაპზეა

06 აგვ 2024

ჩირუხის მთაზე ორზოლიანი ზიპლაინის მშენებლობის პროექტი დასკვნით ეტაპზეა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით გაჭიმულია ბაგირი, დასრულებულია ქვედა და ზედა სადგურების მშენებლობა და მიმდინარეობს მოპირკეთება.  

პროექტის ფარგლებში ,,არწივის ბუდის" დიზაინის, არანაკლებ 1 752 მეტრი სიგრძის ზიპლაინი მოეწყობა. ზედა სადგური ზღვის დონიდან 2496 მეტრ სიმაღლეზე განთავსდა.

ქვედა სადგურში ტურისტულ-ვიზიტორთა ცენტრი იფუნქციონირებს.  

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზიპლაინის მშენებლობის მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გაეცნო.