პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გარდაიცვალა

06 აგვ 2024

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ.

სოსო ცისკარიშვილი 1948 წლის 17 სექტემბერს დაიბადა. იყო რუსთაველის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, 1989 წლიდან - სამეცნიერო-საგანმანათლებლო ასოციაცია "მსოფლიო ლაბორატორიის" გამგეობის თავმჯდომარე. 2006 წლიდან - ევროპული ინტეგრაციის ფორუმის გამგეობის თავმჯდომარე. 2008 წლიდან - დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი.