გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო

07 აგვ 2024

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეების საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო.

ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააპელაციო განაცხადების მიღება 7 აგვისტოდან 9 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საპრეტენზიო განაცხადებით 7 აგვისტოს 10:00 საათიდან – 9 აგვისტოს 18:00 საათამდე მიმართონ.

განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: https://online2.naec.ge/uee-appeals/login.aspx“, – ნათქვამია განცხადებაში.