დიდ ბრიტანეთში არეულობების დროს დაკავებულთა რიცხვმა 400-ს მიაღწია

07 აგვ 2024

დიდ ბრიტანეთში მიმდინარე არეულობების დროს დაკავებულთა რიცხვმა 400-ს მიაღწია. როგორც „ბიბისი“ წერს, მათგან 100-ს ბრალი ფორმალურად უკვე წაუყენეს.

6 აგვისტოს, საღამოს არეულობა იყო ბელფასტში, ბრისტოლში, დარლინგტონსა და პლიმუტში.

ბრისტოლში არეულობის მონაწილეებმა მანქანით შეამტვრიეს ებრაული დრონების მწარმოებელი კომპანიის, „ელბით სისტემსის“ ქარხნის კარი.   

დიდი ბრიტანეთის პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულთა ნაწილს ტერორიზმის მუხლით წაუყენონ ბრალი.