მიხეილ სარჯველაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რექტორსა და პროფესორებს შეხვდა

07 აგვ 2024

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი და კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი დაათვალიერა ჯანდაცვის მინისტრმა. ცენტრში კლინიკური უნარ-ჩვევების დეპარტამენტიც ფუნქციონირებს.    

უნივერსიტეტში, მიხეილ სარჯველაძე დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამასაც გაეცნო.  

სასწავლო კურსის მიზანი სტუდენტებისთვის თანამედროვე, მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლების მიცემაა.