შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია

07 აგვ 2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.