შინდისის სკვერში აგვისტოს გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

08 აგვ 2024

ბათუმში, შინდისის გმირების სკვერში შეიკრიბნენ პარტიების  ლელოსა და   ხალხისთვის წევრები. მათ 8 აგვისტოს რუსეთ საქართველოს ომის მონაწილეებთან ერთად გვირგვინით შეამკეს მემორიალი.  

გაიხსენეს ომში დაღუპული გმირები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ისაუბრეს რუსულ აგრესიასა და დაკარგულ ტერიტორიებზე.