ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება

09 აგვ 2024

ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, განცხადებით, 18:00 საათამდე მიმართონ.

სააპელაციო განაცხადების ჩაბარება მიიღება მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი. აბიტურიენტს შეუძლია, გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.

ცენტრი დაინტერესებულ პირებს სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქციას სთავაზობს.