ჯანდაცვის სამინისტროსა და თსუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

09 აგვ 2024

ჯანდაცვის სამინისტროსა და თსუ-ს შორის პრიორიტეტულ მიმართულებებზე თანამშრომლობა მემორანდუმით გამყარდა. დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა და უნივერსიტეტის რექტორმა მოაწერეს. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით თანამშრომლობა შექმნის მეცნიერულად დასაბუთებულ, მყარ საფუძველს საქართველოს სოციალურ-დემოგრაფიული განვითარების, ოჯახის სტაბილურობის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრისთვის. 

გარდა ამისა, დოკუმენტმა უნდა უზრუნველყოს სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება, მათ შორის სტუდენტთა და დოქტორანტთა მონაწილეობა ერთობლივ სამეცნიერო კვლევებსა და პროგრამებში.