გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია

09 აგვ 2024

 

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (125კგ) წარმატებით იასპარეზა.

ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში შეჯიბრებაზე პოლონელი რობერტ ბარანი 9:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

გენოს შემდეგი მეტოქე აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი იქნება.