აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

10 აგვ 2024

აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

სამხედრო დახმარების პაკეტი HIMARS-ის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, Stinger-ის ტიპის რაკეტებს, Javelin-ისა და AT-4-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და TOW-ს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მოიცავს.

29 ივლისს, აშშ-მა უკრაინისთვის ორი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულება 1,4 მილიარდი დოლარია.