გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია

10 აგვ 2024

გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე, მაგომედხან მაგომედოვს ანგარიშით 5:0 სძლია და კარიერაში პირველად ოლიმპიადის ფინალში იასპარეზებს.

სადებიუტო ოლიმპიადაზე მერვედფინალში გივი მაჭარაშვილმა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას დე ლანჟს ანგარიშით 12:2 სძლია, მეოთხედფინალში კი, უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე 11:0 დაამარცხა.

ფინალი 11 აგვისტოს გაიმართება.

27 წლის ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ოქროს მედლის მფლობელია.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია.