ტელესპექტაკლ „ხრამუნას“ პრემიერა

11 აგვ 2024

ტელესპექტაკლ ,,ხრამუნას” პრემიერა და შემდეგ უკვე დისკუსია გაიმართა ბათუმში სოციალურ საწარმო „ თავისუფალ სივრცეში“. სპექტაკლი კომედიური ჟანრისა, ამასთან სევდიანიც. სპექტაკლის რეჟისორი და ადაპტირებული ტექსტის ავტორი, პაატა ციკოლიაა, ვიდეო ვერსიის მხატვარი კი ირა შენგელია.

სპექტაკლზე მუშაობდა ოპერატორი: გიორგი შველიძე. ჩვენებას ესწრებოდა რეჟისორიც და სწორედ მასთან ერთად გაიმართა დისკუსია სპექტაკლის ირგვლივ  და სპექტაკლში წარმოდგენილ სტერეოტიპულ სცენებსა და გმირებზე. ჩვენებას ძირითადად რეგიონული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.