ცვლილებები საგზაო უსაფრთხოების კანონში

05 აპრ 2017

პარლამენტში  დღეს დეპუტატები მეორე მოსმენით კენჭს უყრიან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. ცვლილებებით განისაზღვრა დარღვევების ნუსხაც, რა შემთხვევაშიც მძღოლებს ქულები ჩამოაკლდებათ. ქულების ამოწურვის შემთხვევაში კი მათ გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევთ.