ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი

05 აპრ 2017

ოქტომბრიდან დღემდე სოციალური დახმარება  53 000 მოქალაქეს მოეხსნა - განცხადება დღეს "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში გააკეთა. მისი ინფორმაციით,  შემწეობის გარეშე დარჩენილებს შორის  17 000 პენსიონერი, 7 000 კი ბავშვია.  საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  ჭიაბერაშვილის ამ განცხადებას პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს. აკაკი ზოიძე ამბობს,  რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქულების გამო მოეხსნა დახმარება, მუშავდება სპეციალური უსაფრთხოების პროგრამა.