ზუგდიდში ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანი დაიღუპა

13 აგვ 2024

ზუგდიდში ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანი დაიღუპა. ხანძარს 5 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ.

ბინაში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მოზარდები კლინიკაში გადაიყვანა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.