„სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში ფერმერებს სპეც.ტექნიკა გადაეცა

13 აგვ 2024

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიზნობრივი პროგრამით ფერმერებზე ტექნიკის გადაცემა დაიწყო.

სამინისტროს 2024 წლის პროგრამის ფარგლებში ოთხი ათასამდე ფერმერს თანადაფინანსებით გადაეცემათ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ეს არის, სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების მოტოკულტივატორის, ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატები და სხვა.

წელს ფერმერთა დახმარების პროგრამა გაზრდილია და ოთხ მილიონ ლარს აღწევს.