16,17,18 აგვისტო ლუდის ფესტივალი ევროპის მოედანზე

14 აგვ 2024

16 აგვისტოს  ბათუმში  ლუდის ფესტივალი გაიხსნება. ღონისძიება ბათუმში  უკვე მეორე წელია იმართება , თუმცა წელს შეხვედრის ადგილი  ბულვარის ნაცვლად   ევროპის მოედანი იქნება. ფესტივალი  3 დღის განმავლობაში  გაგრძელდება,ლუდის მოყვარულებს  დახვდებათ  ბევრი სახეობის ლუდი  და არამარტო.  დაგეგმილია  კვების სივრცეების მოწყობა ,ასევე  ხელნაკეთი  ნივთების გამოფენები  და კონცერტები  ქართველი და უცხოელი არტისტები მონაწილეობით.