სახურავების რეაბილიტაციის პროგრამა

16 აგვ 2024

"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში ბათუმში  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. წელს სახურავების შეცვლა 8 მისამართზეა დაგეგმილი. 

პროექტის ღირებულება 542 ათას 718 ლარს შეადგენს. პარალელურად ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მიერ ხორციელდება დაზიანებული სახურავების, წყალშემკრები ღარებისა და წყალსაწრეტი მილების შეკეთება-აღდგენის სამუშაოები. ასევე მოქმედებს მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეულ დაზიანებებთან დაკავშირებულ განაცხადებს.