გიორგი ბარამიძის ბრიფინგი

16 აგვ 2024

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ შტაბის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 2008 წლის ომის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას და “ნაციონალური მოძრაობის” შესაძლო გასამართლების შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.

გიორგი ბარამიძის განცხადებით „ ქართული ოცნებას“  საზოგადოება  26 ოქტომბერს საკადრის პასუხს გასცემს. ბარამიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი.