რას აპირებენ დელეგატები აჭარიდან

16 აგვ 2024

16 წლიანი პარლამენტარობის   შემდეგ  ანზორ ბოლქვაძე კვლავ  არჩევნებისთვის ემზადება, პარლამენტის წევრობას ახლა უკვე მეხუთე ვადით  აპირებს.  ამჯერად  ბოლქვაძე ქართული ოცნების   დელეგატია რაც პრემიერ მინისტრის განმარტებით ნიშნავს იმას , რომ პროპორციულ სიაში  გამსვლელ ადგილზე იქნება წარმოდგენილი.ამჟამად ბოლქვაძე  ხულოს,შუახევის,ქედისა და ხელვაჩაურის მოქმედი მაჟორიტარია . იგი  პარლამენტში  ორჯერ ნაციონალური მოძრაობის,ორჯერ კი ქართული ოცნების წარდგინებით შევიდა.

რაც შეეხება  გეგმებს, აქცენტს უკვე არსებული პროექტების გაგრძელებაზე აკეთებს.მმართველი პარტიის დელეგატი ბათუმში მომღერალი აჩიკო ბერიძე იქნება , რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში  წასვლა და რა გეგმები აქვს ბათუმის განვითარებასთან დაკავშირებით - ბერიძემ სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთა.რაც შეეხება ქობულეთს, აქ ქართული ოცნების დელეგატად ბიზნესმენი გია ჭყონია დაასახელეს, ჭყონია  ქართული ოცნების  ერთ-ერთი  შემომწირველია.