16 აგვ 2024
რიკოთის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალური გზის 36 კმ-ით, რომელიც 77 ხიდსა და 43 გვირაბს მოიცავს, მოსახლეობა უკვე სარგებლობს.
როგორც საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უღელტეხილზე, საერთო ჯამში, 52 კმ სიგრძის ოთხზოლიანი ჩქაროსნული გზა, 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება.
„რიკოთის 51 გვირაბიდან 50 გვირაბი და 97 ხიდიდან 89 ხიდი უკვე აშენებულია. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს“, – ნათქვამია მთავრობის ინფორმაციაში.