კურსკის ოლქში ოპერაცია გრძელდება სწორედ ისე, როგორც გვქონდა გათვლილი - ვოლოდიმირ ზელენსკი

18 აგვ 2024

კურსკის ოლქში უკრაინის ძალების პლაცდარმი ძლიერდება, – ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„გენერალმა სირკიმ ანგარიში წარმიდგინა კურსკის ოლქში ჩვენი მოძრაობის გაგრძელების შესახებ. ოპერაცია გრძელდება სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვქონდა გათვლილი. უკრაინელების სიმამაცე დიდ საქმეებს აკეთებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკში თავიანთ პოზიციებს აძლიერებენ.

„ჩვენი ძალების პლაცდარმი უფრო ძლიერი ხდება. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მეომარს, რომელიც ამას უზრუნველყოფს: ყველა სამხედროს, სერჟანტს და მეთაურს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. უკრაინელი სამხედროები რეგიონში ათობით დასახლებულ პუნქტს, მათ შორის, ქალაქ სუჯას აკონტროლებენ.