ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების მოგვარების საკითხს განიხილავენ - რუსული მედია

18 აგვ 2024

ვლადიმერ პუტინისა და ილჰამ ალიევის შეხვედრის ერთ-ერთი თემა აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების მოგვარების საკითხი იქნება.

ამის შესახებ, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტები განიხილავენ მოსაზრებებს რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე.

ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანს სახელმწიფო ვიზიტით 18-19 აგვისტოს ეწვევა. პუტინი აზერბაიჯანელ კოლეგას ბაქოში შეხვდება.