თბილისში, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება

20 აგვ 2024

თბილისში, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომელიც 2029 წელს გაიხსნება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აეროპორტი პირველ ეტაპზე, წლიურად, 10 მლნ-მდე, ხოლო მეორე ფაზის დასრულების შემდეგ კი - 20 მილიონამდე მგზავრის გატარებას შეძლებს.

შიდა და საერთაშორისო მოგზაურების გაზრდილი ნაკადების გამო, სახელმწიფო განაგრძობს შიდა ფრენების სტიმულირებას და ავიაბილეთების ფასების სუბსიდირებას, ასევე რეგიონული აეროპორტების მშენებლობასა და განვითარებას