ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მუშაობას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გაეცნო

21 აგვ 2024

ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მუშაობას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გაეცნო. უწყების ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო პერსონალსაც შეხვდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი, ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი საკვანძო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც, სისტემის უზრუნველყოფისთვის, ბენეფიციარებს კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებს აწვდის.