ქალაქ ზოლინგენში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

25 აგვ 2024

გერმანიის ქალაქ ზოლინგენში, ცივი იარაღით განხორციელებულ თავდასხმაზე, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

პოლიციამ 26 წლის სირიელი ემიგრანტი დააკავა. გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილი გერმანიაში 2022 წელს ჩავიდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ზუსტი ცნობები დაკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი. დაკავებულის სახლში აღმოჩენილია სისხლიანი ტანსაცმელი. ფესტივალზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 8 პირი დაშავდა.