გურჯაანში, გაზგასამართ სადგურზე ხანძარი იყო

26 აგვ 2024

გურჯაანში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე მოულოდნელად ცეცხლი გაჩნდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ცეცხლის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.