გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში 3 ადამიანი მოკლეს

28 აგვ 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში სამი ადამიანი მოკლეს.

ადგილობრივების თქმით, ქმარმა მეუღლე და ორი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა და მიიმალა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.