ტაიფუნი იაპონიაში - დაღუპულია სამი ადამიანი

29 აგვ 2024

იაპონიაში ტაიფუნ „შანშანს“ სამი ადამიანი ემსხვერპლა. ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, შვიდი კი, დაშავდა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ტაიფუნი  თავს დაატყდა კუნძულ კიუშუს  რამაც საჰაერო მიმოსვლისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია.

ასევე მუშაობა შეაჩერეს ავტომწარმოებლების „ტოიოტასა“ და „ნისანის“ ქარხნებმა.

ხელისუფლებამ სხვადასხვა პრეფექტურებიდან მილიონობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა.