წლევანდელ საზღვაო სეზონზე შესრულებული სამსახურისთვის სპეციალური სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ

30 აგვ 2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს წლევანდელ საზღვაო სეზონზე შესრულებული სამსახურისთვის სპეციალური სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

უწყების ცნობით, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ლაშა თვაურმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა მაშველებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და სპეციალური ჯილდოები გადასცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, შავი ზღვის სანაპირო ზოლის სრულ პერიმეტრზე პატრულირებენ და ევროპული სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ: დასვენებისას მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების წესები და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს.