გილოცავთ, გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიური ჩემპიონია - ირაკლი კობახიძე

01 სექ 2024

ქართველი პარამძლეოსნის, გიგა ოჩხიკიძის ოქროს მედალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„გილოცავთ, გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიური ჩემპიონია“, - წერს პრემიერი.

გიგა ოჩხიკიძე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონია. ქართველმა პარამძლეოსანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა.