არჩევნების შედეგები აზერბაიჯანში

02 სექ 2024

ეგზიტპოლის თანახმად, აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია უმრავლესობას მოიპოვებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ილჰამ ალიევის პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ 125-ადგილიდან 68-ს მოიპოვებს.

ამჟამინდელ პარლამენტში მმართველი პარტია 69 მანდატს ფლობს.აზერბაიჯანის პარლამენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ.