კამჩატკის მხარეში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

02 სექ 2024

რუსეთის კამჩატკის მხარეში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფოირმაციით,  ბორტზე 19 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. მაშველებმა ყველა ცხედარი იპოვეს.

რეგიონში 3 სექტემბერს გლოვის დღეა გამოცხადებული. „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი 31 აგვისტოს რადარებიდან გაუჩინარდა.

ავიაკატასტროფის ადგილი სახმელეთო ტექნიკით მიუწვდომელი იყო, რის გამოც ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენებით მიმდინარეობდა.