ახალი სპეცტექნიკა

02 სექ 2024

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა  27 სპეც-ტექნიკა „MAXBULL“-ის ტიპის მუხლუხა ბულდოზერი შეიძინა. აღნიშნული ტექნიკა დეპარტამენტის ხუთივე მუნიციპალიტეტის განყოფილებებზე გადანაწილდა.

უწყების ინფრომაციით, ტექნიკა გამოიყენება გზებზე მოვლა-შენახვის სამუშაოების განსახორციელებლად,  მეწყრული პროცესების სალიკვიდაციოდ და  გზების თოვლის საფარისგან გასაწმენდად.