სარკინიგზო შემთხვევის გამო, დაიღუპა რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ - საქართველოს რკინიგზა

03 სექ 2024

,,საქართველოს რკინიგზის'' განცხადებით, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, დაიღუპა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან.

„მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით.

„საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და დაღუპულთა ოჯახებს“, – აღნიშნულია ,,საქართველოს რკინიგზის'' განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა.

 

ფოტო: არქივი.