ჩინეთში სკოლის ავტობუსი ქვეითებს შეეჯახა

03 სექ 2024

ჩინეთში შანდუნის პროვინციაში სკოლის ავტობუსი ქვეითებს შეეჯახა. დაღუპულია 11 ადამიანი.  მათ შორის 5 ბავშვია.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსის  მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სატრანსპორტო საშუალება ხალხმრავალ საფეხმავლო გზაჯვარედინზე შევარდა.  

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.