ქართველმა ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა პარალიმპიური თამაშები გამარჯვებით დაიწყო

03 სექ 2024

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პარიზის პარალიმპიური თამაშები გამარჯვებით დაიწყო ქართველმა ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა (B კატეგორია). მან ხმლით ასპარეზობაში ვენესუელელ ფრანსია ხაიმეს როხასს ანგარიშით 15:2 სძლია და მეოთხედფინალში პოლონელ პარასპორტსმენს შეხვდება.

ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს თასის 21-გზის გამარჯვებულია.

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ორი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედალი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.