04 სექ 2024
პარიზიდან თბილისში დაბრუნდნენ პარალიმპიადის მედალოსნები გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე. მათ თბილისის აეროპორტში გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის სამი მედალი აქვს მოპოვებული.
ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედალი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.