ბათუმში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

04 სექ 2024

აჭარა გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება, რომელიც  19-22 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალს მონაწილეები  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ესტუმრებიან.    

ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ისინი ლექციებსა და პრეზენტაციებს ჩაატარებენ. დაგეგმილია გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის  შემდეგ ტერიტორიებზე;  ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი.   

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.