მიგრანტთა ნავის ჩაძირვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

05 სექ 2024

ლა-მანშის სრუტეში მიგრანტთა ნავის ჩაძირვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მიგრანტთა ნავი საფრანგეთის სანაპიროსთან ჩაიძირა, რასაც 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

დაღუპულთა შორის 6 ბავშვი იყო და ერთი ორსული ქალი. საფრანგეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, 50-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა გრის-ნეზის კონცხთან.

გადარჩენილებიდან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. საფრანგეთის სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ნავი გადატვირთული იყო, რის შედეგადაც მისი ქვედა ნაწილი “გასკდა”, ხოლო ნავში მყოფი ადამიანებიდან სამაშველო ჟილეტი მხოლოდ რვა ადამიანს ჰქონდა.