კეზერაშვილის კავშირი ქოლ-ცენტრებთან

06 სექ 2024

ქოლცენტრების საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში მსჯავრდებული კეზერაშვილი თავს აფარებს ევროკავშირს - ეს განცხადება კი პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. შალვა პაპუაშვილის თქმით, დავით კეზერაშვილზე ყველა კითხვა ევროკავშირს მიემართება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეფასებით კი როდესაც კეზერაშვილი  იყო მაღალჩინოსანი, ძარცვავდა ქართულ ჯარს, ბიზნესმენებს, ახლა კი არის დაკავებული ევროპაში პენსიონერების ძარცვით. რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.